5, 19 და 26 დეკემბერს გაიმართა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები, რომლის ორგანიზატორი იყო ისტორიის მასწავლებელი ნინო გრძელიშვილი.
პირველი შეხვედრაზე გავეცანით ბლოგის მნიშვნელობას და მისი შექმნის გზებს. შევქმენით საკუთარი ბლოგი და ვისწავლეთ პოსტის გამოქვეყნება.
მეორე შეხვედრაზე შევქმენით გვერდები, რემლებსაც სასურველი სახელები დავარქვით და შევისწავლეთ შესაბამისი ინფორმაციის განთავსება.ვისწავლეთ ასევე სხვადასხვა გაჯეტების შექმნა. დავალება მოგვეცა შევქმნათ სტუმრების გაჯეტი და რამდენიმე სასურველი გვერდი.
მესამე შეხვედრაზე გავეცანით პრეზენტაციის ბლოგში გამოქვეყნების წესებს.
შევძელით დამოუკიდებლად მისი გამოქვეყნება, ასევე ვისწავლეთ პოსტში ვიდეოსა და ფოტოების ჩასმა, ასევე შევქმენით სასარგებლო ბმულების გაჯეტი.
ეს შეხვედრები ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან მომეცა საშუალება გავცნობოდი კოლეგების ბლოგებს, რისი საშუალებაც აქამდე არ მქონდა,დავეუფლე ისტ-ის უნარ-ჩვევებს. ასევე ამის შემდეგ შევქმნა საკუთარი ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ჩემს საქმიანობას.